კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვლადიმერ პუტინი - დიდი ევრაზიული პარტნიორობა გახდება ცენტრი, რომელიც ბევრს დააინტერესებს

ნახვები: 783 ვლადიმერ პუტინი - დიდი ევრაზიული პარტნიორობა გახდება ცენტრი, რომელიც ბევრს დააინტერესებს

დიდი ევრაზიული პარტნიორობა გახდება ცენტრი, რომელიც ბევრს დააინტერესებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის“ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„დიდი ევრაზია – გადაჭარბების გარეშე, დიდი ცივილიზაციური პროექტია და მისი მთავარი იდეაა რეგიონული ორგანიზაციებისთვის თანაბარი თანამშრომლობის საერთო სივრცის შექმნა. დიდი ევრაზიული პარტნიორობა შექმნილია იმისთვის, რომ შეცვალოს პოლიტიკური და ეკონომიკური არქიტექტურა, გახდეს სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი მთელ კონტინენტზე – და რა თქმა უნდა, ყველა ხალხის განვითარების მოდელების, კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების გათვალისწინებით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დიდი ევრაზიული პარტნიორობის ინიციატივას ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„BRICS-ის წევრებმა – ჩინეთმა და ინდოეთმა, ისევე, როგორც სხვა რიგმა ქვეყნებმა დიდი ევრაზიული პარტნიორობის შექმნის სასარგებლოდ ასევე ისაუბრეს. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“, „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია“ და სხვა ორგანიზაციები ასევე იჩენენ ინტერესს ამ ინიციატივაზე“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები მსოფლიო საზოგადოების ყველა წევრზე ახდენს გავლენას.

„ასეთი ინფლაცია განვითარებულ ეკონომიკაში 40 წელია არ ყოფილა და ეს არ არის ხუმრობა“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, „დასავლეთი თვლის, რომ მსოფლიო პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, თუ სპორტიდან ნებისმიერი არასასურველის მოცილება არის შესაძლებელი, მაგრამ ეს ასე არ არის“.

„რაც არ უნდა სტაბილური იყოს იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც ამჟამინდელ „შორსმჭვრეტელ პოლიტიკას“ ატარებენ, მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ რუსეთის პოზიცია „სწორი და გამართლებულია“, – დაამატა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთიდან არაერთი უცხოური კომპანიის წასვლა, „წყალობას წარმოადგენს“, რადგან მათ ადგილს რუსული კომპანიები დაიკავებენ და მომხმარებლისთვის არაფერი შეიცვლება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა