კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინის საზღვრებთან ახალ ოპერატიულ სამხედრო სამეთაურო პუნქტს ქმნის

ნახვები: 501 ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინის საზღვრებთან ახალ ოპერატიულ სამხედრო სამეთაურო პუნქტს ქმნის

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან ახალ ოპერატიულ სამხედრო სამეთაურო პუნქტს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით, „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ლუკაშენკოს თქმით, ლიეტუვისა და პოლონეთის გარდა, გაიხსნა ახალი -სამხრეთის მიმართულება. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ სამეთაურო პუნქტის შექმნამდე უკრაინის საზღვართან ახალი სამხედრო შენაერთები გაიგზავნოს, რათა მათ „გამოცდილება შეიძინონ“.

თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს, რომ ბელარუსმა ოპერატიულ-ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტები „ისკანდერები“ გადაისროლა ბრესტის ოლქის, ლუნინეცის რაიონში.

„არ არის გამორიცხული, რომ ეს ტექნიკა ჩაერთოს უკრაინის დასავლეთ ნაწილში სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებში“, – განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.

მანამდე, ბელარუსში პოლონეთისა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა