კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პარტნიორობის რეგიონში ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა - ილია დარჩიაშვილი

ნახვები: 426 პარტნიორობის რეგიონში ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა - ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ცალსახაა და ეს ევროკავშირის ოფიციალური ანგარიშებით, განცხადებებით, ასევე ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის დონითაც დასტურდება, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც არის განპირობებული.

„ევროკავშირი საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად მოიაზრებს“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, განხორციელებული რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, საქართველოს აძლევს საფუძველს ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ „საქართველოს მომავალი ევროპულია და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“.

ამ კუთხით, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ კვირაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებსა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში მათი მიმართულებებით გადასადგმელ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

„დღის წესრიგი ნათლად ასახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძალიან მაღალ დონეს და მასში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრაციის პროცესში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა