პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დმიტრო კულება - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან კავშირში არ არის

ნახვები: 608 დმიტრო კულება - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან კავშირში არ არის

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან, – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამის შესახებ „ტვიტერში“ წერს.

„დეფიციტის, ფასების ზრდისა და შიმშილობის საფრთხის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რუსმა სამხედროებმა ფიზიკურად დაბლოკეს ჩვენი პორტებიდან 22 მილიონი ტონა უკრაინული საკვების ექსპორტი. მოითხოვეთ რუსეთისგან ბლოკადის შეწყვეტა“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

მიმდინარე კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინული კულტურების ექსპორტისთვის მოსკოვი მზად არის, უზრუნველყოს უსაფრთხო დერეფანი შავი ზღვის გავლით, დაწესებული სანქციების მოხსნისა და შავი ზღვის უკრაინის აკვატორიის განაღმვის სანაცვლოდ, რომელიც რუსებმა დანაღმეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა