თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ფოთში მოქალაქეებმა მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ საცხოვრებელი პირობები გააპროტესტეს

ნახვები: 516 ფოთში მოქალაქეებმა მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ საცხოვრებელი პირობები გააპროტესტეს

ფოთში მოქალაქეები მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათ ქარხანასთან მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მოქალაქეების თქმით, საწარმოს ფუნქციონირება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. 

ისინი აცხადებენ, რომ გარდა გამონაბოლქვისა და ხმაურისა საწარმოს მუშაობისას პერიოდულად ხდება აფეთქებები, რაც ავარიულ შენობებს მეტად აზიანებს.

აქტივისტები საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტას ან მოსახლეობის სხვა ტერიტორიაზე განსახლებას ითხოვენ. 

„მოხდა მორიგი აფეთქება, რაც ხშირად ხდება. გარდა იმისა, რომ გვაწუხებს კვამლი, გაზის სუნი და ჰაერი დაბინძურებულია, დიდი ხმაური, რაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ამასთან ერთად კიდევ დამატებით აფეთქებები.

გადასახლებას ვითხოვთ ან საწარმოს შეჩერებას სხვა შემთხვევაში ჩვენი აქციები გაგრძელდება“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი მრავალი წელია ამ პირობებში ცხოვრობენ და მოთხოვნის მიუხედავად პრობლემაზე რეაგირება არ მომხდარა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა