კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შსს-მ გარდაბანში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 კაცი დააკავა

ნახვები: 552 შსს-მ გარდაბანში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 კაცი დააკავა

შსს-მ გარდაბნის სოფელ ვახტანგისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ი.კ. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, 1992 წელს დაბადებული, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რ.მ.-მ ი.კ.-ს დანით სხეულზე ჭრილობა მიაყენა.

ამის შემდეგ ი.კ.-მ თავისი მანქანიდან დანა ამოიღო, რ.მ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რ.მ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ი.კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა. პროკურატურამ მას ბრალიც წარუდგინა. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა