კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და აცხადებს, რომ მედიაში ბრუნდება

ნახვები: 505 ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და აცხადებს, რომ მედიაში ბრუნდება

ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებს.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მედიაში ბრუნდება.

„დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს მოხდება ძალიან მალე, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ფლაგმანი ამ ცვლილებების. მე ვთვლი, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება, ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც მედიაში ვითარდება. ამიტომ, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს. ვიცი, რა იქნება მთავარი შეკითხვა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ. ძალიან მალე ერთმანეთს ეთერში შევხვდებით“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა