კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია - რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს შეიძლება, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო

ნახვები: 457 ნიკა მელია - რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს შეიძლება, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო

რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, ამ პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს შეიძლება, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ზაალ უდუმაშვილთან ერთად გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიამ ზაალ უდუმაშვილს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მინდა, წარმატებები ვუსურვო ზალიკოს. ადამიანს, რომელიც, გადაჭარბების გარეშე, ჩვენს გუნდს შემოუერთდა ყველაზე რთულ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არაერთი სირთულე გვქონია და დღესაც ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ვგულისხმობ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა და ქვეყნის მოსახლეობა დგას, მაგრამ მაინც, 2017 წელი იყო ამ პარტიისთვის ურთულესი პერიოდი, პერიოდი, როდესაც არჩევნებზე არგასვლის ალბათობაც კი იდგა. რომ არა ზალიკო უდუმაშვილის გადაწყვეტილება, რომ შემოგვიერთდებოდა ჩვენ ბრძოლის ველზე, გამიჭირდება იმის თქმა, ჩვენ, როგორც პარტია, 2017 წელს არჩევნებში შევძლებდით მონაწილეობის მიღებას თუ – არა. ვფიქრობ, ჩვენ გავიარეთ ურთულესი 5 წელიწადი ერთად. ჩვენი თანამშრომლობით და მეგობრობით ჩვენ მხოლოდ გავძლიერდით“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ბრძოლის სხვადასხვა ხაზი ექნებათ, თუმცა იგივე იქნება მიზანი.

„ახლა ისევ ბრძოლის სხვადასხვა ხაზი გვექნება, თუმცა მიზანი კვლავ იგივე და დარწმუნებული ვარ, სწორი და რაციონალური ბრძოლით ამ მიზანთან ჩვენ ყველანი ერთად მივალთ იმაზე ადრე, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ამიტომ, როგორც თანამებრძოლს, როგორც მეგობარს, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ 2017 წლისთვის. შეიძლება, გარედან არ ჩანდა, რა გამოწვევის წინაშე ვიდექით, მაგრამ მერწმუნეთ, კარგად მახსოვს ის პერიოდი და მოყოლებული 2017 წლიდან დღემდე, იმ ბრძოლისთვის, რომელსაც დაუღალავად ეწეოდა ზალიკო. თუმცა, მიმაჩნია, რომ ის ნაბიჯი, რომელსაც იგი ახლა დგამს, არანაკლებ მძიმე იქნება, რადგან ამ ქვეყანაში თუკი რამე არის ასევე დასაცავი, ეს არის თავისუფალი სიტყვა და ამ პროცესში ზალიკო უდუმაშვილი იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას. წარმატებები ზალიკოს და დიდი მადლობა ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე. ბევრს ხშირად ავიწყდება და როგორც ჩანს, დაავიწყდა – რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, ამ პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება, დამდგარიყო, დიდი მადლობა ამისთვის და არა მხოლოდ ამისთვის“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა