კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოხანაშვილი: "ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა"

ნახვები: 315 ოხანაშვილი: "ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა"

„ამბობდა იმას, რომ გირაოს არ მიიღებდა. ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გადაიხადა გირაო." ,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხდება,სასამართლოს მიერ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა

მისივე თქმით, ევროკავშირისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს არც ნიკა კმელია და არც „ნაციონალური მოძრაობა".

"ყველა ვუყურებდით, რომ ნიკა მელია ბაქიბუქობდა ვერ დაიჭერდნენ და დააკავეს. ამბობდა იმას, რომ გირაოს არ მიიღებდა. ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გადაიხადა გირაო. მოუწია ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე გირაოს მიღება. შემდგომ ნაბიჯი იქნება ამნისტიაზე იტყვის, რომ გავრცელდეს მასზე. რაც არ უნდა სპეკულაციას ცდილობდნენ ეს ჯგუფები საქმე გვაქვს შემდეგნაირად - ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გადაიხადა გირაო და ინსტრუმენტი, რომელიც, მელიას საშუალებით სურდა სააკაშვილს რუსული სცენარი განეხორციელებინა, აღკვეთა. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ევროკავშირისთვის არც „ნაციონალური მოძრაობა" და არც ნიკანორ მელია",- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა