კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში-ლაშა ჟვანია

ნახვები: 459 ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში-ლაშა ჟვანია

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ასეთი წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია არ ყოფილა, შესაბამისად, ამ ხუთი წლის მანძილზე ბევრი საკითხია დაგროვილი, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და ამ ვიზიტის შედეგად ველოდებით ძალიან ბევრი საკითხის წინ წაწევას, – ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებთან ერთად, აქცენტი გაკეთდება იერუსალიმში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისრაელში ვიზიტის დროს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ისრაელის ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან და ასევე, მის უნეტარესობა პატრიარქ თეოფილე III-თან; პრემიერი „იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს, ასევე, რა თქმა უნდა, ეწვევა ჯვრის მონასტერს. ვიზიტის დროს აქცენტი გაკეთდება იერუსალიმში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა