კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხელისუფლებას აქვს საშუალება, რომ ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს მიუტანოს-იაგო ხვიჩია

ნახვები: 489 ხელისუფლებას აქვს საშუალება, რომ ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს მიუტანოს-იაგო ხვიჩია

საქართველოს მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს და მგონია, რომ ყველაფერ კარგს ვიმსახურებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ოპოზიციამ რაც არ უნდა გააკეთოს, ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს მიუტანოს.

„მიუხედავად იმისა, აწმყოში ყველაფერს ვაკეთებთ თუ არა, წარსულში იმდენი გვაქვს გაკეთებული და განსაკუთრებით რუსეთთან ბრძოლის თვალსაზრისით და ევროპული ღირებულებების გავრცელების მიმართულებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ჩვენზე დამოკიდებულია ჩვენი მომავალი, თუმცა ევროპელებისგან მხარდაჭერას და იმის აღიარებას ველოდებით, რომ ჩვენ დასავლური კულტურის შვილები ვართ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მასსა და რადიკალურ ოპოზიციას იმდენად სპეციფიკური და მგრძნობიარე ურთიერთობები გააჩნიათ, რომ საკუთარ თავს ამ ურთიერთობებში ჩარევის უფლებას ვერ მივცემ. როგორც წესი, ისინი ასე ერთობიან ხოლმე და ამას უფრო პოლიტიკური ინტრიგის სახე აქვს და არა ის, რომ ეს ყველაფერი რეალობასთან იყოს კავშირში. ოპოზიციამ რაც არ უნდა გააკეთოს, ხელისუფლებას საშუალება აქვს იმის, რომ ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს მიუტანოს. შესაბამისად, სხვის ბოსტანში აქეთ კენჭების სროლა სწორი არ არის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა