კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კანდიდატის სტატუსზე ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 456 კანდიდატის სტატუსზე ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან-ირაკლი კობახიძე

სკეპტიციზმის მიუხედავად, რომელიც არის განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ჩვენ მინც ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც მთელ გეგმებს განსხვავებულ სცენარზე აგებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით რადიკალური ოპოზიციის ქმედებები ღალატის ტოლფასია.

„ხშირად ისმის სკეპტიკური განცხადებები, პირველ რიგში, უკრაინის მიმართ, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ასევე ჩვენზე და მოლდოვაზე, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მოლოდინი მაინც ოპტიმისტურია, ერთი მარტივი მიზეზის გამო. პირველი იმის გამო, რომ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. მეორე, ევროკავშირი აკეთებს კონკრეტულ გზავნილს, რომელიც უკავშირდება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას. კერძოდ, გზავნილი უკავშირდება იმას, რომ ევროკავშირს არ ეშინია რუსული რეაქციის და გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მისამართით, რომელიც არის რუსული ოკუპაციის ქვეშ. რატომ არ შეიძლება, გაჟღერდეს ეს გზავნილი უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის შემთხვევაში, ეს იქნებოდა ალოგიკური და გაუგებარი.

იმ სკეპტიციზმის მიუხედავად, რომელიც არის განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ მაინც გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც მთელ თავის გეგმებს განსხვავებულ სცენარზე აგებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ღალატის ტოლფასია, როდესაც სამივე ქვეყანაზე საერთო სკეპტიციზმი არსებობს და ამას ამატებ შენ კამპანიას, მათ შორის საკუთარი ლობისტების მეშვეობით. ეს არის ღალატის ტოლფასი ქმედება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა