სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

თბილისის მერია ნაგვის დამყრელთა გამოსავლენად 30 ფოტოხაფანგს შეიძენს

ნახვები: 226 თბილისის მერია ნაგვის დამყრელთა გამოსავლენად 30 ფოტოხაფანგს შეიძენს

თბილისის მერია გეგმავს, რომ ნაგვის დამყრელთა გამოსავლენად ფოტოხაფანგები შეიძინოს. ფოტოხაფანგების შესყიდვის ტენდერი 29 აპრილს გამოცხადდა.

შესყიდვის სავარაუდო თანხა 75 ათასს ლარით განისაზღვრა. შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებია:

* ავტომანქანის სანომრე ნიშნის გადაღების შესაძლებლობა (დღე/ღამე);

* განათების ტიპი: ინფრაწითელი ადამიანის თვალისთვის უხილავი;

* დანახვის მანძილი: არანაკლებ 30 მეტრი;

* ფოტოები გადაღება: რეჟიმზე თითო გადაღებაზე 1-დან 10-სურათამდე (არჩევადი) გადაღების შესაძლებლობა ან უკეთესი;

* მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა: 512 გიგაბაიტის ჩათვლით ან უკეთესი.

* სურათის ინფორმაცია: არანაკლებ: დრო, თარიღი, მომხმარებლის ეტიკეტი.

როგორც ტენდერის პირობებიაშია აღნიშნული შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელია.

აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება დღეს, 10 მაისს მთავრდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა