კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქართულმა პოლიციამ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა-ვახტანგ გომელაური

ნახვები: 462 ქართულმა პოლიციამ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა-ვახტანგ გომელაური

ქართულმა პოლიციამ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

„ქართულმა პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებმა, წარმატებულმა პროექტებმა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ღონისძიებას ესწრებიან და სხვადასხვა ქვეყნიდან თვალს ადევნებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თქვენ წლების განმავლობაში ხელს უწყობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, მადლობას გიხდით ჩვენი მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული პარტნიორობისთვის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა