კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში ომი არის შეხსენება, რომ საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცება

ნახვები: 516 ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში ომი არის შეხსენება, რომ საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცება

უკრაინაში ომი არის შეხსენება, რომ საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სამიტის მეორე დღის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე მიესალმა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას, გააკეთონ განაცხადი ნატო-ში შესვლაზე.

„ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა დადეს პირობა, რომ თავდაცვის სფეროში დამატებით 200 მილიარდ ევროს დახარჯავენ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ დაფინანსებიდან მაქსიმალურად ღირებული შედეგი მივიღოთ. ჩვენ, ყველამ ვიცით გამოწვევები, რომელებიც არსებობს ევროპაში. ერთი მხრივ, ეს არის წარსულში ინვესტიციების დანაკლისი, რაც უნდა აღმოვფხვრათ. თუმცა, უფრო დიდი გამოწვევა არის ფრაგმენტაცია, რომელიც არსებობს ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიაში, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა