კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანრი ოხანაშვილი: „თუ თბილისის მერობის კანდიდატი მელია იქნება, „ოცნების“ კანდიდატს მოგება გაუადვილდება“

ნახვები: 372 ანრი ოხანაშვილი: „თუ თბილისის მერობის კანდიდატი მელია იქნება, „ოცნების“ კანდიდატს მოგება გაუადვილდება“

„მელია თუ იქნება, კიდევ უფრო გაუმარტივდება „ქართული ოცნების" კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გარანტირებული მოგება," - განაცხადა დღეს, 11 მაისს, „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატად ნიკა მელიას შესაძლო კანდიდატურის დასახელებაზე კომენტირებისას.

ოხანაშვილის თქმით, თუ მელია იქნება თბილისის მერობის კანდიდატი მაშინ, „ქართულ ოცნებას" გამარჯვება არ გაუჭირდება.

"შემდეგი ნაბიჯი, თუ რას გადადგამენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ეს დამოკიდებულია ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე. ეს არის, იცით ყველამ, მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი. რასაც იტყვის, იმას გააკეთებენ. მელია თუ იქნება, კიდევ უფრო გაუმარტივდება „ქართული ოცნების" კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გარანტირებული მოგება, თუმცა „ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება უპირობო გამარჯვებული და უპირობოდ გაიმარჯვებს პირველივე ტურში", - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა