თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გასულ წელს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 428 გასულ წელს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით-ირაკლი ღარიბაშვილი

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი ჩატარდა, სადაც მთავარ თემებს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხები. ასევე,  განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება და კონკრეტული გამოსავლის მოძიების საჭიროება.

მთავრობის ცნობით, აქცენტი მახვილდებოდა ასევე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების წინააღმდეგ მიმართულ დესტრუქციულ ქმედებებსა და ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობაზე.

„საქართველო ინტენსიურად მუშაობდა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების ფარგლებში, პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისა და საერთაშორისო დღის წესრიგში თემის აქტიურად დაყენებისთვის რუსეთზე საერთაშორისო ზემოქმედების უზრუნველყოფის მიზნით. მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა მიმდინარე წლის 17 ივლისს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე.

სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა მკაფიო საჯარო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით ევროკავშირის წევრი ქვეყნების (ავსტრია, ლიეტუვა, რუმინეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი საქართველოში სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები ასახულ იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დოკუმენტში“, – ნათქვამია მოხსენებაში.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენებას პარლამენტს პირადად ივნისის ბოლომდე წარუდგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა