კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო შვიდი მილიონი აშშ დოლარი- ღარიბაშვილი

ნახვები: 464 საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო შვიდი მილიონი აშშ დოლარი- ღარიბაშვილი

საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო შვიდი მილიონი აშშ დოლარი და ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტრადიციულად პრიორიტეტული იყო საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მჭიდრო დიალოგის შემდგომი განმტკიცება.

„ამ მიზნით, 2021 წელს გაიცვალა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. 19-20 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. 2022 წლის 22-23 თებერვალს, უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი კიევში და გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.

უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების დასპონსორებით/თანადასპონსორებით თუ განცხადებებზე მიერთებით ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში. 2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ სანქციებს დონეცკსა და ლუგანსკზე.

ამასთან, საერთო ჯამში, თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველოს მიერ უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობამ 260-ს მიაღწია.

იმ პირობებში, როდესაც უმეტესმა სახელმწიფოებმა თავიანთი დიპლომატიური მისიები კიევიდან გაიყვანეს, საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს არცერთი დღით არ შეუჩერებიათ ფუნქციონირება და დღესაც რჩებიან ადგილზე როგორც კიევში, ისე ლვოვსა და ოდესაში. ქართველი დიპლომატები უწყვეტად აგრძელებენ უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერის კოორდინაციას საქართველოს მოქალაქეთა დახმარებას.

ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, რაც ასევე მოიცავს საქართველოში შემოსული უკრაინელი მოქალაქეების საცხოვრებლითა და სხვა რესურსებით უზრუნველყოფას. დღეის მდგომარეობით, უკრაინაში გაიგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი (150 ტონა საჰაერო, ხოლო დანარჩენი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით). საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო შვიდი მილიონი აშშ დოლარი და ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა