კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებამ დაგვანახა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია ქვეყნის ინტერესს -პაპუაშვილი

ნახვები: 517 „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებამ დაგვანახა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია ქვეყნის ინტერესს -პაპუაშვილი

ვნახეთ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება, რომელშიც მითითებული იყო, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ტექსტი, ამ ტექსტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი.

„როდესაც დარჩენილია რამდენიმე დღე, რათა ჯერ კომისიამ და შემდეგ უკვე ევროპულმა საბჭომ რეკომენდაციები, გადაწყვეტილებები მიიღოს, ვნახეთ, რომ მათთვის მთავარი საკითხი არის კვლავ მათი პარტიული კოლეგები, სააკაშვილი და ა.შ. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი, რომელიც აცდენილია ქვეყნის და ხალხის ინტერესს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა