პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში „შავ სიაში“ 65 ფიზიკური პირი და 18 ორგანიზაცია დაამატა

ნახვები: 567 ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში „შავ სიაში“ 65 ფიზიკური პირი და 18 ორგანიზაცია დაამატა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში „შავ სიაში“ 65 ფიზიკური პირი და 18 ორგანიზაცია დაამატა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსეთის არმიის იმ დანაყოფების სამხედრო მეთაურები, რომელებიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში კლავდნენ, აუპატიურებდნენ და აწამებდნენ მოქალაქეებს, მათ შორის პოლკოვნიკი აზატბეკ ომურბეკოვი, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით „ბუჩას ყასაბი“.

სიაში ასევე შედიან მარიუპოლის ალყაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი მეტსახელით „მარიუპოლის ყასაბი“, ასევე ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან კოლაბორაციონისტული ორგანოს შექმნაში.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ასევე შეეხო პოლიტიკოსებს, პროპაგანდისტებს, ბიზნესმენებს და უკვე სანქცირებული პირების ოჯახის წევრებს.

„შავ სიაში“ მოხვდა ყოფილი ტანმოვარჯიშე და დუმის წევრი, ალინა კაბაევა, როგორც პუტინის ახლო თანამოაზრე, კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის მეუღლე ტატიანა ნავკა და შვილები, ასევე „იანდექსის“ დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, სანქციები დაუწესდა იმ კომპანიებს რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უწერენ მხარს რუსეთის მთავრობას და შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის კომპანიებს „უაზს“ და „კამაზს“.

ამგვარად, სულ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ „შავ სიაში“ სულ 1 158 ფიზიკური პირი და 98 კომპანია შედის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა