კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვილი სანიოლი - ბულგარეთთან ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ

ნახვები: 404 ვილი სანიოლი - ბულგარეთთან ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ

ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩამდე რაზგრადში პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრასა და გუნდის მზადებაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა.

„შესარჩევი ეტაპის გამარჯვებით დაწყება სასიამოვნოა, მაგრამ 29 ფეხბურთელი გვყავს და შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. დღევანდელი ვარჯიშზე გადაწყდება, თუ რა სათამაშო სქემას გამოვიყენებთ.

მატჩში წიტაიშვილი ვერ დაგვეხმარება, ამიტომ დღეს 28 ფეხბურთელით ვივარჯიშებთ. ეს ვარჯიში ფეხბურთელების აღდგენით პროცესს დავუთმეთ და მოთამაშეები თავს კარგად გრძნობენ.

სექტემბერში ამხანაგური შეხვედრიდან მსაჯის შეცდომებიც მახსოვს. მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამოჩნდა, რომ ახლა ბულგარეთი სექტემბერში ჩატარებული მატჩის შემდეგ განსხვავებულ ფეხბურთს ითამაშებს. ბულგარეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ ამ გუნდიდან არავის გამოვარჩევ – ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ.

გვინდა, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. მაგრამ ყველაფერს თამაში გვაჩვენებს. მთავარია, თუ ჩვენ როგორ ვითამაშებთ და შევინარჩუნებთ თუ არა იმ დინამიკას, რაც 6 თვის განმავლობაში გვქონდა. მიხარია, რომ მატჩს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება. ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის დიდი მოტივაცია იქნება“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა