კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ეკლესიების გადაწვა, ქალაქების განადგურება და ბავშვების დახოცვა

ნახვები: 473 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ეკლესიების გადაწვა, ქალაქების განადგურება და ბავშვების დახოცვა

რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ეკლესიების გადაწვა, ქალაქების განადგურება და ბავშვების დახოცვა, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრძანებას გასცემს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან სვიატოჰირსკის ლავრის დაბომბვა და განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად უკრაინაში 113 ეკლესია განადგურდა და დაზიანდა.

ზელენსკის თქმით, რუსები კვლავ აგრძელებენ სუმის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქების ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაბომბვას. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აგრესიის დაწყების დღიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 503 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კრემლის აგრესიას უკრაინაში ოფიციალურად 261 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეკლესიების გადაწვის, ქალაქების განადგურებისა და ბავშვების დახოცვის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრძანებას გასცემს.

„ამის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. რადგან ეს ომი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ მის მიერ გამოწვეული საშინელებების შეჩერება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ეკლესიების გადაწვა; რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ქალაქების განადგურება; რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ბავშვების დახოცვა, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრძანებას გასცემს და ის ფაქტი, რომ ასეთი ბრძანება ჯერ კიდევ არ გაცემულა, ეს მთელი მსოფლიოს დამცირებაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა