კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დასავლეთისგან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი დაარტყამს იმ ობიექტებს, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიუტანიათ-პუტინი

ნახვები: 432 დასავლეთისგან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი დაარტყამს იმ ობიექტებს, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიუტანიათ-პუტინი

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი დარტყმებს განახორციელებს იმ ობიექტებზე, რომლებზეც ჯერ არ მიუტანიათ იერიში.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან კიევისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება უკრაინული სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შევსებას უკავშირდება.

მისი თქმით, რუსული მხარე აცნობიერებს, რომ დაგეგმილია 45-70 კილომეტრის დისტანციისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემა, თუმცა თუ მიწოდება გაგრძელდება მოსკოვი გააგრძელებს მათ განადგურებას.

„თუ მათი მიწოდება კიდევ და კიდევ გაგრძელდება, აქედან გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და გამოვიყენებთ ჩვენს იარაღს, რომელიც საკმარისად გვაქვს იმ ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, რომლებზეც ჯერ იერიში არ მიგვაქვს“, – განაცხადა პუტინმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა