კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომის პაპი - გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე

ნახვები: 295 რომის პაპი - გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე

გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე, – ამ სიტყვებით მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო ლიდერებს.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, სიკვდილისა და ნგრევის მრისხანება კვლავ მძვინვარებს და კონტრპოზიციები გაძლიერდა, რაც იწვევს ესკალაციას, რომელიც უფრო და უფრო საშიშია ყველასთვის.

რომის პაპმა ხელისუფლებაში მყოფებს მოუწოდა, შეცვალონ კურსი, დაიწყონ, რეალური დისკუსიები და კონკრეტული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი გადაწყვეტისთვის.

„მე ვიმეორებ ჩემს მიმართვას მათ მიმართ, ვინც მართავს ერებს: ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე. გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე! დღეს, საყვარელ უკრაინაში შეჭრიდან 100 დღეში, ახალი ომის კოშმარი ისევ დაეცა კაცობრიობას. ეს არის ღვთის ოცნების უარყოფა: ადამიანები, რომლებიც იბრძვიან, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს კლავენ, ადამიანები, რომლებიც დაახლოების ნაცვლად, იძულებით ტოვებენ თავიანთ სახლებს. დაე, შესმენილ იქნას დატანჯულთა სასოწარკვეთილი ძახილი. დაე, გაიმარჯვოს ადამიანის სიცოცხლის პატივისცემამ; შეწყდეს ქალაქებისა და სოფლების ნგრევა“, – აღნიშნა რომის პაპმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა