კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„რუსთავი 2“-ის ახალი სკანდალი - კომპანიის ყოფილი დამფუძნებლები თაღითურ სქემაზე საუბრობენ

ნახვები: 402 „რუსთავი 2“-ის ახალი სკანდალი - კომპანიის ყოფილი დამფუძნებლები თაღითურ სქემაზე საუბრობენ

„დარწმუნებული ვარ, სასამართლომ სხდომა მანამდე არ დანიშნა, სანამ ეს თაღლითობის სქემა შემუშავებული არ იყო, რომ გადამალონ ის მითვისებული კომპანიის მთელი ქონება და რესურსები," - განაცხადა დღეს, 12 მაისს, „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა ყოფილმა დამფუძნებელმა დავით დვალმა.

მისივე თქმით, „რუსთავი 2"-ის მენეჯმენტმა სასამართლომდე 2 დღით ადრე, ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას მიმართა. ამასთან, როგორც დვალი ამბობს, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2" "პრაიმტაიმთან" გაერთიანდა, ცალკე კომპანია - მედია ჰოლდინგი შეიქმნა, რომელსაც "რუსთავი 2"-მა ქონება სრულად გადასცა.

„ახლა ნათლად ჩანს, რა იყო ამოცანა. მათ არ ჰქონდათ ზუსტი სქემა, როგორ აერიდებინათ მოსალოდნელი ზარალი და წაგება. მე დარწმუნებული ვარ, სასამართლომ სხდომა მანამდე არ დანიშნა, სანამ ეს სქემა თაღლითობის სქემა შემუშავებული არ იყო, რომ გადამალონ ის მითვისებული კომპანიის მთელი ქონება და რესურსები.

ჩვენ გაგვისროლეს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ სააპელაციო ბოლოს დააკმაყოფილებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვადა 2 თვე აქვს. 2 თვის თავზე ამოცანა და გეგმა ის არის, რომ არანაირი ღირებული ქონება "რუსთავი 2-ს" აღარ ჰქონდეს, როცა ჩვენ ამას დაგვიკმაყოფილებენ," - ამბობს დვალი.

ტელეკომპანია ახლა სააქციო საზოგადოება მედია ჰოლდინგის ფარგლებში მუშაობს, თუმცა სახელწოდება "რუსთავი2" იგივე დაიტოვეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩვენ დაგვჩაგრეს, მოგვატყუეს, გადაგვაგდეს და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე ჩვენ პრინციპულად ვიომებთ", - აცხადებს „რუსთავი 2"-ის კიდევ ერთი ყოფილი დამფუძნებელი, ჯარჯი აქიმიძე.

ცნობისთვის: სასამართლო პროცესი 14 მაისსა ჩანიშნული, "რუსთავი 2"-ის წილის 60% დაყადაღებულია. დამფუძნებლები ამბობენ, რომ ახლა კომპანია აღარაფერს ფლობს, გარდა 10 ლარად შეფასებული 10 აქციისა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა