კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯონ სალივანი - რუსეთსა და აშშ-ს შორის სრული შერიგება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა

ნახვები: 565 ჯონ სალივანი - რუსეთსა და აშშ-ს შორის სრული შერიგება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში 2021 წლის ნოემბერში უკრაინის საკითხებს უკავშირდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი ცდილობდა, გაერკვია, შეეძლო თუ არა გერმანიისა და საფრანგეთის ქმედებებისთვის რაიმეს დამატება და მინსკის შეთანხმებების განხორცილებაში პროგრესის მიღწევა.

„მეჩვენება, რომ სიტუაცია მართლაც შეიცვალა პირველი ნოემბრის შემდეგ. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის მოგზაურობის შემდეგ, როდესაც აშშ-ის მთავრობამ დაიწყო ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების გაფრთხილება“, – თქვა სალივანმა.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები, რომლებსაც რუსეთისა და სხვა მხარეების შეშფოთება უნდა გაეთვალისწინებინა, „ქაღალდის ფურცლების გაცვლას და თეზისების წაკითხვას“ არ გასცდენია.

ჯონ სალივანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის სრული შერიგება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ის შორის სრული რღვევა არასოდეს იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა