კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციული ძალები ჯერ კიდევ ცდილობენ აწარმოონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, ამას მიყვებოდნენ ევროპელი კოლეგებიც

ნახვები: 501 ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციული ძალები ჯერ კიდევ ცდილობენ აწარმოონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, ამას მიყვებოდნენ ევროპელი კოლეგებიც

 დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ და ჯერ კიდევ ცდილობენ შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით, ბრიუსელში შეხვედრებით აწარმოონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ, ამას მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, სჯერა, რომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გონივრულ, ბრძნულ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ და ჯერ კიდევ ცდილობენ, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში, გაოცებული მიყვებოდნენ აქედან ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ“, – აღნიშნა პრემიერმა.

თქვენ გახსოვთ, მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, რამენაირად არ მიეცათ უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის, რომ იქნებ ამ მთავრობის დროს არ მოხდეს ამ დიდი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება. იგივე ხდება დღესაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ ევროკავშირში არიან ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები და ისინი ასევე მიიღებენ გონივრულ, ბრძნულ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა