კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოპოზიციაში ცდილობენ, სტატუსს თუ მივიღებთ, ეს დაიბრალონ და ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 502 ოპოზიციაში ცდილობენ, სტატუსს თუ მივიღებთ, ეს დაიბრალონ და ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს-მამუკა მდინარაძე

ოპოზიციაში ცდილობენ, სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს დაიბრალონ და ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტატუსის მონიჭება ქართველი ხალხისა და მხოლოდ იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელიც ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში ხორციელდებოდა.

„ამ დღეების ერთ-ერთი მთავარი პარადოქსია და ამავდროულად, იშიფრება ოპოზიციის პიარული გეგმა. საქართველოსთვის თუ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, ეს დაიბრალონ, თითქოს ალდე-მ, „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ცალკეულმა წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ეს ყველაფერი. ამ დროს სინამდვილეში ხალხზეა საუბარი, რომელიც თუკი რაიმე უნდა მოიგონო ქვეყნის შიგნით და შემდეგ გაავრცელო ქვეყნის გარეთ, ამას აკეთებენ, ცდილობენ, მათ მიეწეროს ეს პოზიტიური გადაწყვეტილება, თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ამ შემთხვევაში, ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. ასე არ გამოვა. ჩვენ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ობიექტურობაშია ამოსავალი წერტილი და ეს ობიექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის მხოლოდ იმ რეფორმების დამსახურება, გუშინდელი დღის დამსახურება ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში, რომელმაც უზრუნველყო, ვინც ობიექტურად ფიქრობს ამ საკითხზე და თუკი ვინმე გადაწყვეტილებას ობიექტურად იღებს, ყველა ამბობს, რომ მაშინ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არავის დამსახურებაა, გარდა ქართველი ხალხისა და იმ რეფორმებისა, რომელიც ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში ხორციელდებოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა