კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი:გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე მივიღოთ რაიმე უპირობო კანდიდატის სტატუსი

ნახვები: 359 სალომე სამადაშვილი:გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე მივიღოთ რაიმე უპირობო კანდიდატის სტატუსი

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გამორიცხავს, რომ საქართველომ ამ ეტაპზე მიიღოს რაიმე უპირობო კანდიდატის სტატუსი.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მკაცრი პოლიტიკური პირობები იქნება დაწესებული „ქართული ოცნებისთვის“.

„გამოვრიცხავ, რომ შევძლოთ ამ ეტაპზე, იმ ყველაფრის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, მივიღოთ რაიმე უპირობო კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მკაცრი პირობითობა, რა პერსპექტივაც არ უნდა მოგვენიჭოს ევროპული საბჭოს სხდომაზე; ზუსტად არ ვიცი, ეს რა გადაწყეტილება იქნება, იქნება ეს კანდიდატობა პირობითი თუ პერსპექტივა ევროპული პირობითი, მაგრამ ძალიან მკაცრი პოლიტიკური პირობები იქნება, ჩემი აზრით, დაწესებული „ქართული ოცნებისთვის“.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კონკრეტული პოლიტიკური პირობების დაკმაყოფილებას გულისხმობს. ეს ეხება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლოს და სხვა. „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც, სამწუხაროდ, დღემდე არ გააკეთა არაფერი მრავალი მოწოდების მიუხედავად, განეცხადებინა, რომ მიშელის დოკუმენტში ბრუნდება; შესაბამისად, იღებს ვალდებულებებს, რომ ყველა მიმართულებით სწორად გადადგას რაიმე ნაბიჯები წინ, არ შეისმინა ჩვენი მოწოდებები და ამის შედეგად, მე ვშიშობ, რომ ვიხილავთ ევროპულ საბჭოზე, სადაც, სამწუხაროდ, მივიღებთ ბევრად ნაკლებს, ვიდრე შეიძლებოდა, რომ მიგვეღო, ჩვენ რომ გვყავდეს დღეს ხელისუფლება, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა