კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გამოდის, რომ სამწუხაროდ, სახალხო დამცველი შერჩევით სახალხო დამცველობას და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას ირჩევს-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 475 გამოდის, რომ სამწუხაროდ, სახალხო დამცველი შერჩევით სახალხო დამცველობას და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას ირჩევს-გურამ მაჭარაშვილი

სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ზოგიერთი განცხადება არ არის თავსებადი ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სახალხო დამცველის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ორი პატიმარი ახსენდება.

„დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ მოხდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი ან ორი პატიმარი ახსენდება. კითხვა ერთხელ დავსვი და პასუხი ვერ მივიღე. თუ არსებობს ისეთი პატიმარი, რომლის მდგომარეობაც ისეთ დეტალებში იცის სახალხო დამცველმა, როგორც მაგალითად პატიმარ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. გამოდის, რომ სამწუხაროდ, სახალხო დამცველი შერჩევით სახალხო დამცველობას და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას ირჩევს. ეს მისი პრობლემაა და ამიტომაც აქვს მას ისეთი დაბალი რეიტინგი როგორიც აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა