კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ოცნება“ რომ ძალადობრივი ჯგუფია, მოისმენთ რეზოლუციაში-

ნახვები: 495 „ოცნება“ რომ ძალადობრივი ჯგუფია, მოისმენთ რეზოლუციაში-

თქვენ რომ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფი ხართ, ხვალ მოისმენთ ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაში, ეს ტექსტი ნანახი თუ არ გაქვთ, ცუდია, მაგრამ პრეტენზია შეიძლება, მხოლოდ ჩემს თავთან მქონდეს, რადგან ჩემი ყოფილი თანამშრომლები  გყავთ გამწესებული ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა შალვა პაპუაშვილს.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობაზე უარი უნდა თქვას.

„თქვენ თუ გვიყენებთ პირობებს, ჩვენს გვაქვს პირობები და ეს არის ძალადობაზე უარის თქმა „ქართული ოცნების“ მიერ. თქვენ რომ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფი ხართ, ამას ხვალ მოისმენთ ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაში. არ ვიცი, ეს ტექსტი ნანახი გაქვთ თუ არა, თუ არ გაქვთ ცუდია, მაგრამ პრეტენზია შეიძლება, მხოლოდ ჩემს თავთან მქონდეს, რადგან ჩემი ყოფილი თანამშრომლები  გყავთ გამწესებული და დაქირავებული ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის. რაც შეეხება ბერძენიშვილთან დაკავშირებით განცხადებას, გირჩევდით, ბატონო შალვა, დაიქირაოთ ლევან ბერძენიშვილი და თქვენი უმრავლესობის წევრები ავარჯიშოს ლოგიკურ მეტყველებაში და განათლება იქნებ დაჩქარებული კურსით მისცეს, რომ მულტფილმების ციტირება არ სჭირდებოდეთ საკუთარი სიტყვის თქმისას, რაც ძალიან სირცხვილია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა