Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა

ნახვები: 580 ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, პაველ ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი. ის ასევე მსახურობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩად.

აღსანიშნავია, რომ ბორელმა ევროკავშირის 31 დელეგაციის ხელმძღვანელების კანდიდატურები წარადგინა. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები ოფიციალურად მას შემდეგ დაინიშნებიან, რაც მიმღები ქვეყნებისგან შესაბამისი თანხმობა იქნება მიღებული.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახლანდელ ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა