კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გუშინ ევროპარლამენტში აჩვენეს, რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველოში დემოკრატია-დეკანოიძე:

ნახვები: 540 გუშინ ევროპარლამენტში აჩვენეს, რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველოში დემოკრატია-დეკანოიძე:

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს აფასებს და ამბობს, რომ ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა დარტყმას აყენებს საქართველოს არაფორმალური მმართველობა და პოლიტიკური მართლმსაჯულება.

"გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს ძალიან დიდმა გულშემატკივრებმა, ჩვენმა მეგობრებმა, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას და ევროპას, აჩვენეს ის, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია საქართველოში დემოკრატია და ზუსტად რამხელა დარტყმას აყენებს დემოკრატიას არაფორმალური მმართველობა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა ის, რომ მთელი ევროპა, ევროკავშირი, ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიჯნაზე, როდესაც საქართველო ელოდება სტატუსს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროპარლამენტარები მსჯელობენ საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე"- თქვა დეკანოიძემ.

მისივე შეფასებით, ქართულ ოცნებას რამდენიმე კვირა დარჩა იმისთვის, რომ არსებული ვითარება მეტნაკლებად შეცვალოს და გადადგას ნაბიჯები პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოსწორებისკენ. დეკანოიძის თქმით, მომდევნო ორი კვირა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

"მათ თქვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ემხრობიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუ საქართველო დარჩება ევროპის ღია კარს მიღმა, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დრო - ორი კვირა, 24 ივნისამდე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ პირველად ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლება და არაფორმალური მმართველობა ევროინტეგრაციის კუთხით ყველაზე დიდი შემაფერხებელია და ამაზე საუბრობდნენ ჩვენი მეგობრები"- თქვა დეკანოიძემ.

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით რეზოლუციას განიხილავენ, რომელსაც კენჭს 9 ივნისს უყრიან.

გუშინ გამართული დებატების დროს ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა