კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროპარლამენტის პრესრელიზი საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე

ნახვები: 562 ევროპარლამენტის პრესრელიზი საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე

ევროპარლამენტი საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით პრესრელიზს აქვეყნებს.

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მედიის მდგომარეობის არსებითად გაუარესებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამო.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველო მხოლოდ ერთ წელში მსოფლიოს მედიის თავისუფლების ინდექსში მე-60 საფეხურიდან 89-ე საფეხურზე გადაინაცვლა. ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს, შეზღუდონ სტრატეგიული სასამართლო სარჩელების გამოყენება, რომლებიც მიმართულია ადამიანის უფლებების დამცველებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ და ზღუდავენ მათ დამოუკიდებელ მუშაობას.

ევროპარლამენტი ქვეყნის მთავარი პრო-ოპოზიციური მაუწყებლის მთავარი რედაქტორის პატიმრობის განაჩენის გადახედვას ითხოვს.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელებისა, ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების აღძრისგან.

ამასთან, ისინი მიუთითებენ 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის დროს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით არასაკმარის გამოძიებასა და გასამართლებაზე. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ძალადობრივი თავდასხმის დროს ერთი ჟურნალისტი გარდაიცვალა.

ამას გარდა, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება კრემლთან მისი კავშირების და მთავრობაზე მისი გავლენის გამო. ევროპარლამენტის დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველომ თავი უნდა შეიკავოს თავისი მზარდი რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებისგან სამიზნეში თავიანთი პოლიტიკური ოპონენტების ამოღებისთვის.

ტექსტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, როგორიცაა მედიის თავისუფლება, უმაღლესი სტანდარტები. თუ საქართველო შეასრულებს ამ პირობებს, პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა