კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილია დარჩიაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

ნახვები: 410 ილია დარჩიაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, კარა მაკდონალდთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული როგორც ორმხრივი საკითხები, ასევე, რეგიონში რუსეთის აგრესიის ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ხაზი გაესვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებითი მნიშვნელობა, მათ შორის, საქართველოს მიერ დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კარა მაკდონალდთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სოლიდარობას უკრაინის მიმართ და დაადასტურა საქართველოს მზაობა განაგრძოს უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

მხარეებმა შეხვედრისას, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული ვითარება და ოკუპაციის მძიმე გავლენა ქვეყნის განვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელების სრული მზაობა გამოთქვეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა