კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია იმ მიზეზს ასახელებს, რის გამოც ენმ-ს პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე გადაწყვეტილებას არ აცხადებს

ნახვები: 252 ნიკა მელია იმ მიზეზს ასახელებს, რის გამოც ენმ-ს პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე გადაწყვეტილებას არ აცხადებს

„მინდა, რომ საზოგადოების ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური," - განაცხადა დღეს, 14 მაისს, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე კომენტირებისას.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური იქნება.

„კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია, მეც მქონდეს მიღებული, წინ შეიძლება ბევრი არაფერი მედგეს, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება ან ჩემ თავზე ავიღო ის, რაც თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, რასაც პასსუხისმგებლობას ვეძახით, მაგრამ ამას განგებ არ ვაკეთებ და გეტყვით რატომ, არაერთხელ ვთქვი და მიხარია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას გაგებით ხვდება. სულ რაღაც 4 დღეა იქ ვარ, სადაც ვარ და არ ვარ იქ, სადაც ვიყავი. არ მინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უპატიცემულობა დავაფიქსირო ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, რომ თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური. ეს არის მიზეზი, რატომაც დროში ვწელავ ამ პროცესს და ვფიქრობ, სწორად ვიქცევი. სხვაგვარად პროცესიც დაზიანდება. პარტიის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება ინდივიდუალურად მიიღო", - განაცხადა მელიამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა