კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება უკვე ძალიან დაგვიანებულია, ახლა მას საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ

ნახვები: 563 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება უკვე ძალიან დაგვიანებულია, ახლა მას საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება უკვე ძალიან, ძალიან დაგვიანებულია, ახლა მას საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზიურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკვე აღარ შეიძლება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება, დაგვიანებულია, ძალიან დაგვიანებული. ეს – პრევენციული სანქციები, როცა საჭირო იყო მათთან ყოველდღიური საუბარი, ფართომასშტაბიან შეჭრამდე უნდა გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი მანამდე უნდა გაკეთებულიყო. თქვენ თუ მხარს უჭერთ მშვიდობას, თქვენ მხარს უჭერთ უკრაინას. მხარს თუ უჭერთ ომს, მაშინ მუდმივ გაგებაში ხართ რუსეთის ფედერაციასთან. დღეს დაგვიანებულია ამაზე საუბარი – არაა საჭირო რუსეთის დამშვიდება. მათ ვერავინ, ვერანაირი სიტყვებით ვერ დაამშვიდებს – ეს პოლიტიკური თამაშია და მეტი არაფერი. ვფიქრობ, ახლა საჭიროა რუსეთის მმართველობას საკუთარი ადგილი მივუჩინოთ, საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა