Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ყველაზე სამწუხარო და არაპატრიოტულია ის ავი სიხარული, რომელიც ოპოზიციის ნაწილის განცხადებებში იკვეთება, იქნებ არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი-პაპუაშვილი

ნახვები: 447 ყველაზე სამწუხარო და არაპატრიოტულია ის ავი სიხარული, რომელიც ოპოზიციის ნაწილის განცხადებებში იკვეთება, იქნებ არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი-პაპუაშვილი

საქართველოს 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში და სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან რასაც ვაკვირდებით არის ის, რომ ის საკითხი, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში თანხმობის საკითხი, აქციონ განხეთქილების საკითხად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტების განცხადებებში სიხარული ჩანს, იქნება საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.

„სამწუხაროდ, ეს არის ყველაზე არაპატრიოტული ნაბიჯი ოპონენტების ნაწილის მხრიდან, როცა ევროკავშირის თემას განხეთქილების თემად აქცევენ. დღეს რაც ჩვენ გვჭირდება არის თანხმობა და ერთიანობა. ახლა თითოეული პარტია და მოქალაქე უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით ცდილობდეს, დაარწმუნოს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებლები, რომ დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გზავნილი კანდიდატის სტატუსზე. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ და ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ამის ნაცვლად, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ არის მცდელობა, რამენაირად ამ პროცესს ხელი შეუშალონ. განცხადებებითაც ვხვდებით, თუ რა საკითხებზე ესაუბრებიან ოპოზიციონერები უცხოელ კოლეგებს. ვხედავთ იმ ავ სიხარულს, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს იმის მოლოდინში, რომ იქნებ და კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ. ყველაზე სამწუხარო და არაპატრიოტულია ის ავი სიხარული, რომელიც მათ განცხადებებში იკვეთება. საქართველო, როგორც ინსტიტუციურად, ასევე პოლიტიკურად მზად არის, ეს სტატუსი მიიღოს. ჩვენი ბრძოლა აჩვენებს, რომ მისი ბრძოლა იმსახურებს იყოს დანახული და დაფასებული. ველოდებით, რომ ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება დანახული და დაფასებული იქნება ისევე, როგორც ჩვენი ხალხის ბრძოლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა