კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ზარქუა - საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს

ნახვები: 479 ირაკლი ზარქუა - საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს

საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც პრეტენდენტ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ყველა კრიტერიუმით. ჩვენ ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 45 პროცენტზე მეტი შესრულებული გვაქვს, რითაც ვერ დაიკვეხნის ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა და ეს უნდა დაუფასდეს.

„საქართველო თუ ამ შესაძლებლობის მიღმა დარჩა, თუმცა ამის არ მჯერა, პოზიტიური მოლოდინი მაქვს სამართლიანობიდან გამომდინარე, საქართველომ გადაიტანა ამ 30 წლის განმავლობაში ყველა ის უბედურება, რაც ჩვენ გზაზე შეგვხვდა – ომები, დაპირისპირება, ქიშპობა, რუსეთთან ერთი ომი, მეორე ომი, თუ ეს არ დაუფასდა საქართველოს და ქართველ ხალხს, ამის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი მოსახლეობის დარწმუნება. დიახ, სწორედ ევროპაა სამართლიანობა, ევროპაა უკეთესი სტანდარტები, ევროპაა კონკურენცია და ევროპაა სიმართლე. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. დღეს უკრაინა იგივე ეტაპს გადის, აგრესიას რუსეთის მხრიდან, მაგრამ 2008 წელს საქართველო მარტო შერჩა ამ ურჩხულს. ყველამ კეთილი ინებოს, გაიაზროს და გაითავისოს. მხედველობაში არ მაქვს ფასიანი ლობისტები, კუბილიუსები და ასეთი პირები ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან. მივმართავ ყველა იმ ევროკომისიის წევრს, ევროპული საბჭოს წევრს აწონ-დაწონონ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ. კანდიდატის სტატუსს საქართველო იმსახურებს“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა