კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დასავლელმა პარტნიორებმა არ უზრუნველყვეს უკრაინა იარაღით და არ დაკეტეს საჰაერო სივრცე-ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 397 დასავლელმა პარტნიორებმა არ უზრუნველყვეს უკრაინა იარაღით და არ დაკეტეს საჰაერო სივრცე-ვოლოდიმირ ზელენსკი

მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შესახებ გაფრთხილებისა, დასავლელმა პარტნიორებმა არ უზრუნველყვეს უკრაინა იარაღით და არ დაკეტეს საჰაერო სივრცე, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს დაუსვევს კითხვა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ზამთრის პერიოდში ვოლოდიმირ ზელენსკის არ სურდა მოესმინა გაფრთხილება რუსეთის მხრიდან ომის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

„ჩემი რომ გაეგონათ, უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის ფედერაციის შემოჭრა. სიგნალები, რომლებსაც იხსენებთ, ყველა განსხვავებული იყო. თუ ყველაფერი ასე იყო, თუ ყველამ გააფრთხილა უკრაინა, რომ ხვალ იქნება სრულმასშტაბიანი შემოჭრა, ისმის კითხვა – რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე, რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი ამ შემოჭრამდე და რატომ არ დააწესეს პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინამ საპირისპირო კითხვებით უნდა მიმართოს ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს, რადგან უკრაინის ხელისუფლება ითხოვდა სანქციების დაწესებას და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად შავი ზღვის ფლოტის მშენებლობის სტრატეგიაც წარადგინა.

„ჩვენ ეს შევთავაზეთ, ვამბობდით, რომ რუსეთი შავი ზღვის ბლოკირებას მოახდენდა. ასევე ვსაუბრობდით სარაკეტო პროგრამაზე. ამის შესახებ ერთი წლის წინ გავაკეთე მოხსენება და წარვადგინე პროგრამა, როგორი საჰაერო თავდაცვა გვჭირდება თავის დასაცავად და ეს არის სწორი პასუხი თქვენს კითხვაზე. ვიყოთ გულწრფელები – ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, თავიდან არავინ გვიჭერდა მხარს, ახლა კი, მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გვქვს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა