კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯაფარიძე: 16-ში აქციის დაანონსება ემსახურება ერთადერთ მიზანს, დააგდოს 20 ივნისის მუხტი

ნახვები: 492 ჯაფარიძე: 16-ში აქციის დაანონსება ემსახურება ერთადერთ მიზანს, დააგდოს 20 ივნისის მუხტი

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს დაანონსებული აქცია ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახლეობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი.

ჯაფარიძის თქმით, მთავარი ერთიანობის გზავნილები ევროპელმა მეგობრებმა 20 ივნისის აქციიდან უნდა მიიღონ.

16-ში აქციის დაანონსება როდესაც უკვე დაანონსებული იყო აქცია 20 ივნისს, მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ 20 ივნისი არის თარიღი რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას, იყო არასწორი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახელობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი.

მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ექნება, ცხადია შეუძლია მივიდეს 16 ივნისის აქციაზე.

მაგრამ მთავარი ერთიანობის გზავნილი ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა მიიღონ 20 ივნისის აქციიდან

ამიტომ ყველანი რუსთაველზე, 20-ში!", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

20 ივნისს, ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა სირცხვილიამ აქცია "შინ, ევროპისკენ" დააანონსა. სალომე ზურაბიშვილმა თავისი აქცია 4 დღით ადრე, 16 ივნისს დანიშნა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა