კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზოგადი განცხადების ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან მაგალითად, გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილისა და სხვების განცხადებებს-კობახიძე

ნახვები: 568 ზოგადი განცხადების ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან მაგალითად, გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილისა და სხვების განცხადებებს-კობახიძე

თუ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, გამოდის, რომ გიგაური, ლომჯარია, უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილი და ა.შ. ესენი ყველანი ყოფილან რუსეთის აგენტები, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ ამ შანსით უნდა ისარგებლოს, ამ აზრს ამწიფებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ს სურს, საქართველო ჩაერთოს ომში. რატომ ჩათვალა საჭიროდ კელი დეგნანმა ამ განცხადების გაკეთება“.

კობახიძის განმარტებით, ზოგადი განცხადების ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან აღნიშნული პირების განცხადებებს,

„თუ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, აი, მაგალითად, აქ მაქვს გიგაურის, ლომჯარიას განცხადება, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას განცხადება, კონკრეტულ მედიაში გაშვებული სიუჟეტი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება და ა.შ. გამოდის, რომ ესენი ყველანი ყოფილან რუსეთის აგენტები. ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ ამ შანსით უნდა ისარგებლოს და ამწიფებენ ამ აზრს, მათ შორის ისინი, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი, ენჯოები ფინანსდებიან იმ წყაროებიდან, რაც შემდეგ ამ ეჭვებს აღრმავებს, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. აქედან გამომდინარე, ზოგადი განცხადების გაკეთების ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან მაგალითად, გიგაურის განცხადებას, ემიჯნებიან ლომჯარიას განცხადებას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის განცხადებას და ა.შ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ასეთი განცხადებები დიპლომატების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, არავის ექნება საბაბი, რომ ასეთ ინტერესებზე ისაუბროს. ექსპერტები გარკვეული ლოგიკით აწყობენ საკუთარ მოსზრებებს და როდესაც გიგაური პირდაპირ ამას ამბობს, იმას უჩნდება გარკვეული ეჭვები. ცალკე თემაა, ეს ეჭვები საფუძვლიანია, თუ უსაფუძვლო, მაგრამ არავინ არ უნდა დატოვოს არავითარი შანსი ასეთი ეჭვების გაჩენისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა