თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პროცესს წარმართავს მთავრობა და ვინმეს თუ უნდა, წვლილი შეიტანოს ევროპულ მომავალში, მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობას-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 558 პროცესს წარმართავს მთავრობა და ვინმეს თუ უნდა, წვლილი შეიტანოს ევროპულ მომავალში, მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობას-შალვა პაპუაშვილი

ვფიქრობ, რომ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ესაა კონსოლიდაცია მთავრობის გარშემო. ამ პროცესის წარმმართავი მთავრობაა და თუ ვინმეს უნდა, რაიმე წვლილი შეიტანოს ჩვენს ევროპულ მომავალში, ეს წვლილი უნდა შეიტანოს იმით, რომ რაც შეიძლება მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას, მის პოზიციებს ევროკავშირთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა თავის განცხადებაში დაადასტურა, რომ ოპოზიცია სწორედ იმისთვის ჩადის ბრიუსელში თუ სხვადასხვა ადგილებში ევროპელ კოლეგებთან სასაუბროდ, რომ რაც შეიძლება მეტი ნეგატივი ჩაიტანონ საქართველოსთან დაკავშირებით.

„მხარი უნდა დავუჭიროთ იმას, რომ ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, უნდა იყოს სრულად დანახული, ასახული ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის გადაწყვეტილებებში. სამწუხაროდ, ვხედავდით,  პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, როგორ პირდაპირ ტორბედირებდა ამ პროცესს, ვისმენდით მათ განცხადებებს და საუბრებს, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლას. სხვათა შორის, პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ის დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიცია სწორედ იმისთვის ჩადის ბრიუსელში თუ სხვადასხვა ადგილებში ევროპელ კოლეგებთან სასაუბროდ, რომ რაც შეიძლება მეტი ნეგატივი ჩაიტანონ საქართველოსთან დაკავშირებით. პრინციპში, ამას ოპოზიციის ეს ნაწილიც არ მალავს. ბრიუსელიდან ჩართვებშიც და საქართველოს პარლამენტში განცხადებების გაკეთების დროს ვხედავთ, რომ ერთადერთი, რასაც ისინი ხაზს უსვამენ, ეს არის ნეგატივი საკუთარ ქვეყანაზე, რაც ამ პროცესში არის პირდაპირი ტორბედირება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით სწორად არის აღქმული.

„სკანდინავიის ქვეყნებში ვიმყოფებით და ხედავთ, თუ რამდენად სწორად არის აღქმული საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით. ის დამოკიდებულება, რომელიც ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მოკავშირეებს შეიძლება ჰქონდეთ ბრიუსელში, ეს არის იმ ვიწრო პარტიული გავლენების შედეგი, რომელიც შეიძლება არსებობდეს. რაც შეეხება რეალურ აღქმას საქართველოს პროგრესის, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ძალიან ნათლად ჩანს და ნათლად არის დანახული, თუ როგორი პროგრესი აქვს ქვეყანას. მთავრობა ახდენს ასოცირების შეთანხმების შესრულებას და ამას ყველა ხედავს. ვისაც უნდა დაინახოს, რა თქმა უნდა, ის ხედავს, მაგრამ ვისაც არ აქვს სურვილი დანახვის, მათ ძალით ვერავინ ვერაფერს დაანახებს. ერთადერთი, რაც ყველა პოლიტიკოსს მოეთხოვება, არის საკუთარი სამშობლოს გვერდში დგომა. ეს გვერდში დგომა გულისხმობს იმას, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს დადასტურებულად აქვს, ეს პროგრესი ევროკავშირს ვაჩვენოთ, რადგან მან მიიღოს როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ასევე გეოპოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. ორივე კრიტერიუმით საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ ვნახავთ იმას, რა არის გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმი, ალბათ, ეს არის ორი რამ – ერთი ესაა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ანუ, იმ შედეგებზე რაც აქვს სხვადასხვა ქვეყანას და ეს დასტურდება მათ შორის ბრიუსელში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციების მიერ, რომ საქართველო არის ლიდერი ასოცირების შეთანხმების შესრულების, მათ შორის ლიდერია ბევრ კრიტერიუმში, თუ შევადარებთ კანდიდატ ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, პოზიტიური გადაწყვეტილება უნდა იყოს. მეორე კრიტერიუმი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება – ამ შემთხვევაში საქართველო თავისი ბრძოლით და რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საქართველო აქაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ასე, რომ ეს იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული თუ გეოპოლილიტიკური გადაწყვეტილება, ორივე შემთხვევაში ამ მხარდაჭერას იმსახურებს. ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება,  იმ კავშირისგან, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი ამ მოლოდინებს არ გააცრუებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა