თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში გაწერილია, რომ მხარს დავუჭერთ საქართველოს-ლიეტუვის ელჩი

ნახვები: 412 ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში გაწერილია, რომ მხარს დავუჭერთ საქართველოს-ლიეტუვის ელჩი

ვილნიუსში არანაირი ეჭვი არ გვაქვს, ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში გაწერილია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია კონსენსუსზე, კონსენსუსი კი ზოგჯერ არ არის ყველაზე მარტივი ვარიანტი, თუმცა ყველაზე აუცილებელი ვარიანტია, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

მისი თქმით, ისურვებდა სწორ გადაწყვეტილებას და სწორ კონსენსუსს მომავალ კვირას, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები აპლიკანტ ქვეყნებთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ვფიქრობ, ეს შეკრება ასახავს ევროპაში ზოგად განწყობას – ჩვენ ვსარგებლობთ ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა დემოკრატია, მშვიდობიანი შეკრებები, ჩვენი ღიმილი და საუბრები მომავალზე. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, ყველაფერი დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე – ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, თქვენზე, თქვენს სახელმწიფოზე და ამ სახელმწიფოს მოსახლეობაზე, რომელსაც სურს ევროკავშირთან დაახლოება. ჩვენ, ვილნიუსში არანაირი ეჭვი არ გვაქვს, რადგან ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში გაწერილია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია კონსენსუსზე, კონსენსუსი კი ზოგჯერ არ არის ყველაზე მარტივი ვარიანტი, თუმცა ეს ყველაზე აუცილებელი ვარიანტია.

ასე რომ, ვისურვებ სწორ გადაწყვეტილებას და სწორ კონსენსუსს მომავალ კვირას, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ აპლიკანტ ქვეყნებთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პროცესის შედეგად ხელშესახები შედეგების მისაღწევად, საჭიროა ყველა მხარის ჩართულობა. ჩვენ ევროკავშირის შიგნით მრავალი ქვეყნის მზადყოფნას ვხედავთ. ასე რომ, მოდით, დაველოდოთ. მოდით, ვიმუშაოთ ეთად, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ერთი კვირა. ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერ ჩვენს ქვეყანას ბევრის მიღწევა შეუძლია. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო ერთად მუშაობისთვის“, – აღნიშნა ლიეტუვის ელჩმა, რომელიც ევროპის მოედანზე დღევანდელ შეკრებაში მონაწილეობდა.

მასთან ერთად, ევროპის მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ბულგარეთის ელჩები და სხვა საელჩოების წარმომადგენლები. დღევანდელ შეკრებას შეუერთდნენ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა