კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა

ნახვები: 422 თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მთაწმინდის რაიონში, კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ქუჩის გახსნას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სერგო ფარაჯანოვის მეგობრები და ახლობლები დაესწრნენ.

„გავხსენით ცნობილი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა. ქუჩის სახელდების ინიციატივა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. ფასდაუდებელია ფარაჯანოვის ღვაწლი ჩვენი კულტურის და კინოხელოვნების წინაშე. სასიხარულოა, რომ ცნობილი რეჟისორის სახელს სწორედ ის ქუჩა ატარებს, სადაც სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თბილისელს, ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას ყოველთვის ახსოვდეთ გენიალური ხელოვანი სერგო ფარაჯანოვი.

„მოხარული ვარ, რომ მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას, სადაც გამოჩენილი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თბილისელს, ჩვენს ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას ყოველთვის ახსოვდეთ ეს გენიალური ხელოვანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში გაიზარდა და დააფასონ მისი უდიდესი ღვაწლი ქართული ხელოვნების განვითარების საქმეში. სერგო ფარაჯანოვმა, თავისი გამორჩეული სტილით, მრავალფეროვნებითა და არასტანდარტული მიდგომებით, მსოფლიო კინოხელოვნებაში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. თბილისის საკრებულო და დედაქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს მისი სახელის უკვდავსაყოფად. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია,”- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ.

ქუჩის გახსნაზე საკრებულოს წევრებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა და სერგო ფარაჯანოვის მეგობრებმა სამისამართე აბრები დაამონტაჟეს. კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელი კოტე მესხის შესახვევს ეწოდა. ეს ის ადგილია, სადაც ცნობილი კინორეჟისორი ცხოვრობდა. სერგო ფარაჯანოვი XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი იყო. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა