კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - სურდა ნატო-ს ფინეთიზაცია და შედეგად მიიღო ფინეთის ნატოზაცია

ნახვები: 487 ჯო ბაიდენი - სურდა ნატო-ს ფინეთიზაცია და შედეგად მიიღო ფინეთის ნატოზაცია

აშშ-ს რომ არ ემოქმედა, ევროპაში იქნებოდა ქაოსი, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ესოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინის დაცვას ექნება თავისი ფასი და ეს უკვე აისახა საწვავის გაძვირებაში.

„მე მკაფიოდ ვთქვი, რომ უკრაინის დახმარება, ნატო-ს ორგანიზება უკრაინის დასახმარებლად – ყველაფერ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ეს ყველაფერი უსასყიდლოდ არ მოხდება, მაგრამ ჩვენ გვქონდა არჩევანი, არაფერი გაგვეკეთებინა და ეს უარესი იყო. პუტინი რომ შესულიყო უკრაინაში, დაეკავებინა უკრაინა, და ბელარუსი, ეს იქნებოდა საფრთხე ნატო-სთვის და ყველაფერი იქნებოდა გაცილებით ცუდად“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, უკრაინის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს მას „პოლიტიკური გადარჩენის“ მიზანი არასდროს ამოძრავებდა.

„მე ვხელმძღვანელობ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ნატო, რომელიც გახლავთ უძლიერესი ალიანსი, უბრალოდ უგულვებელყოფდა რუსეთის აგრესიას, როდესაც 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარს კვეთს, რათა მოახდინოს ოკუპაცია და ამოძირკვოს მთელი ერის კულტურა. რა მოხდებოდა შემდეგ? რა უნდა გვექნა შემდეგ?“ – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, აშშ-ს რომ არ ემოქმედა ევროპაში, ქაოსი დაიწყებოდა.

„ჩვენ ვნახავდით შესაძლებლობას, რომ რუსები წინ წასულიყვნენ. თქვენ უკვე ნახეთ, რას აკეთებენ ისინი ბელარუსში. რა მოხდებოდა ირგვლივ მდებარე ქვეყნებში. რა მოხდებოდა პოლონეთსა და ჩეხეთში და ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანაში. თქვენ მოისმინეთ პუტინის მიერ დასახელებული მიზეზი, რომ ის უკრაინაში შევიდოდა, რადგან მას სურდა, ისინი ნატო-ში არ შესულიყვნენ. მას სურდა ნატო-ს ფინეთიზაცია და შედეგად მიიღო ფინეთის ნატოზაცია“, – განაცხადა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა