კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვლადიმერ პუტინი - რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება

ნახვები: 450 ვლადიმერ პუტინი - რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება

რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოების დაცვის უფლებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა, რა თქმა უნდა, შესრულდება.

„შექმნილ ვითარებაში, ჩვენთვის მზარდი რისკებისა და საფრთხეების ფონზე, რუსეთის სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება იძულებითი იყო. რთული, რა თქმა უნდა, მაგრამ იძულებითი და აუცილებელი. ეს არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს უპირობო უფლება, გაერო-ს წესდებაზე დაყრდნობით დაიცვას თავისი უსაფრთხოება“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გლობალურ ეკონომიკაში ვითარების გაუარესება რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციას არ უკავშირდება და დიდი შვიდეულის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია.

„სასაქონლო და ნედლეულის ბაზრებზე ინფლაციის მკვეთრი ზრდა ფაქტი გახდა მიმდინარე წლის მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე. მსოფლიო მუდმივად მიჰყავდათ ასეთ სიტუაციაში ე.წ. დიდი შვიდეულის ქვეყნების მრავალწლიანი უპასუხისმგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის უკონტროლო ემისია და არაუზრუნველყოფილი ვალების დაგროვება. ეს პროცესები 2020 წელს, კორონავირუსული პანდემიის დაწყებასთან ერთად დაჩქარდა და გაძლიერდა, როდესაც გლობალურად შემცირდა როგორც მიწოდება, ასევე მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე. ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური სუვერენიტეტი და მისი ბიუროკრატიული ელიტები ცეკვავენ სხვის ხმაზე, იღებენ ყველაფერს, რასაც ზემოდან ეუბნებიან, ზიანს აყენებენ საკუთარ მოსახლეობას და საკუთარ ეკონომიკას, საკუთარ ბიზნესს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა