კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბორის ჯონსონი - უკრაინას შეუძლია და უნდა უმასპინძლოს „ევროვიზია 2023“-ს

ნახვები: 481 ბორის ჯონსონი - უკრაინას შეუძლია და უნდა უმასპინძლოს „ევროვიზია 2023“-ს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინას შეუძლია და უნდა უმასპინძლოს „ევროვიზია 2023“-ს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ფაქტია, მათ გაიმარჯვეს და იმსახურებენ ამას. მჯერა, რომ მათ შეუძლიათ. მჯერა, რომ კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი იქნება ფანტასტიკური ადგილი კონკურსის ჩასატარებლად. ევროვიზიის კონკურსის დაწყებამდე ერთი წელია დარჩენილი და იმედი მაქვს, უკრაინელები მას მიიღებენ“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა „ევროვიზია 2023“-თან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კონკურსი მომავალ წელს უკრაინაში არ ჩატარდება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების შედეგად, წესების შესაბამისად და ღონისძიების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, EBU მოლაპარაკებებს დაიწყებს BBC-თან, როგორც წლევანდელი კონკურსის მეორე ადგილის მფლობელთან, 2023 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის გაერთიანებულ სამეფოში შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამასთან, უკრაინის კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა „ევროვიზია 2023“-ის სხვა ქვეყანაში ჩატარების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა