კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან ომის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით-იენს სტოლტენბერგი

ნახვები: 653 პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან ომის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით-იენს სტოლტენბერგი

პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. მაგრამ ეს არ არის შედარება იმ ფასთან, რომლის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ მრავალი სიცოცხლისთვის. პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“,- თქვა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ალიანსის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა აწარმოოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა