კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა, ნუ მივცემთ დაბალ შეფასებას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმუშავეთ ამაზე-ჯოზეფ ბორელი

ნახვები: 466 საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა, ნუ მივცემთ დაბალ შეფასებას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმუშავეთ ამაზე-ჯოზეფ ბორელი

რამდენიმე კვირის წინ არავინ მოელოდა, რომ ევროკომისიის მოსაზრება ცხადად გაამაგრებდა საქართველოს ევროპულ გზას, ახლა უკვე შესასრულებელია პროგრამა, არის ცხადი ამოცანა და გრაფიკი, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ​ევროკავშირის საგარეო მინისტერიალზე განაცხადა.​

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა.

„ევროკავშირის მოსაზრება მოლდოვაზე, უკრაინასა და საქართველოზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არის ცხადი მტკიცებულება, რომ ევროკავშირი მზად არის დახმარებისთვის, რომ მიიღოს მეზობლები, ვისაც ჩვენთან შემოერთება სურს. ეს მოსაზრება არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპულ გზაზე საქართველოსთვის. რამდენიმე კვირის წინ არავინ მოელოდა, რომ ევროკომისიის მოსაზრება ცხადად გაამაგრებდა საქართველოს ევროპულ გზას. ახლა უკვე შესასრულებელია პროგრამა, არის ცხადი ამოცანა და გრაფიკი. საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა. ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოებასთან, რომ გამოყენებული იყოს ეს შესაძლებლობა. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და გამხნევებული უნდა იყოს. არის პოზიტიური მოსაზრება. საუბარია წევრობაზე ზოგიერთი პირობით. ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ნუ მივცემთ დაბალ შეფასებას, მოდით, ვიმუშაოთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმუშავეთ ამაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა